განეშა  

Posted by Mari in



განეშა პოპულარული პერსონაჟია ინდური მითოლოგიიდან.იგი იყო ღმერთ შივასა და მისი მეუღლის პარვატის ვაჟი. მითის მიხედვით იგი ძალიან ლამაზი დაიბადა. ღმერთები ეახლნენ შივას და პარვატს ,რათა მიელოცათ მათთვის და ეცქირათ ბავშვისთვის.მხოლოდ ერთ  ღმერთს, სახელად შანის, არც ერთხელ არ შეუხედავს ბავშვისთვის,რადგან მას გააჩნდა მომაკვდინებელი ძალა.პარვატი კი მოითხოვდა, რომ მასაც ენახა, თუ რაოდენ ლამაზი იყო მისი ვაჟი. 
მხოლოდ ერთი შეხედვა შანისგან და ბავშვის თავი ძირს გაგორდა.შივა ცდილობდა თავი მიედო და შეეხორცებინა იგი,მაგრამ ამაოდ.მაშინ ბრახმამ ურჩია ბავშვის დედას პირველივე შემხვედრი ცხოველის თავი მიემაგდებინად,სწორედ ამის გამო   გაუჩნდა ბიჭს სპილოს თავი.გენეშას გამოსახავენ დიდი მუცლით და მოკლე ტანით.მას ერთი ეშვი აქვს,მეორე მან ბრძოლაში მოიტეხა.


 სიბრძნის ქალღმერთმა განეშას აჩუქა მელანი და ბუმბული , იგი გახდა ცოდნის ღმერთი, ამის გარდა ,
იგი მფარველობდა ვაჭრებს და მოგზაურებს.

ბრაჰმა  

Posted by Mari in





ბრაჰმა (შემოქმედი)  ადრეული ბრაჰმანიზმის უმაღლესი ღვთაება, ინდუისტური სამების ტრიმურტის შემოქმედი ღმერთი მფარველ ვიშნუსა და გამანადგურებელ შივასთან ერთად.


ბრაჰმას კულტი უნდა წარმოშობილიყო გვიანდელ ვედურ პერიოდში ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კლასობრივი საზოგადოების გაჩენისა და ქურუმთა პრივილეგიური კასტის ბრაჰმანების გაბატონებასთან ერთად. 

ჩვეულებრივ ბრაჰმას გამოხატავენ გედზე მჯდომს ოთხი სახითა და ოთხი ხელით.

ვინაიდან ბრაჰმამ მსოფლიოს შექმნა უხსოვარ დროში უკვე დაასრულა, ინდუიზმის მიმდევრებში მის მიმართ ინტერესი იმდენად დაიკარგა, რომ ტაძრებით მოფენილ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ბრაჰმასთვის მიძღვნილი ორი უძველესი მოუვლელი ტაძარიღა არსებობს. ბრაჰმას კულტი საუკუნეების განმავლობაში შეცვალეს სხვა ღმერთებმა — კრიშნამ, რამამ, განეშამ და სხვა.  


http://www.onelegend.ru/indian.html

ინდური მითოლოგია  

Posted by Mari in

ინდუსთა ღმერთების მითოლოგია ერთ–ერთი უმდიდრესია მსოფლიოში.რთული ბუნება ისეთი დიდი ღმერთებისა, როგორიცაა შემოქმედი ბრაჰმა, მხსნელი ვიშნუ და გამანადგურებელი შივა, შემოქმედებით, თავგადასავლებითა და რომანტიკით აღსავსე მრავალ მითშია გათამაშებული. ამ მითებში თავად ინდუიზმის დახვეწილი და კეთილშობილური სულია განსახიერებული.ღმერთებს მრავალი ინდური ტექსტი ასხამს ხოტბას და ზოგი მათგანი, მაგალითად, რიგ ვედა, ძალზე გრძელია. ეს ტექსტი, ახ.წ. XIX საუკუნის ბოლოდან "შრი ბჰაგავატა პურანა", იმ ვედების ბოლოდროინდელი ვერსიაა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა.

აპოპი  

Posted by Mari in


ეგვიპტურ მითოლოგიაში აპოპი იყო უშველებელი გველი, რომელიც ბინადრობდა მიწიშქვეშეთში.ზოგჯერ მას გამოსახავდნენ როგორც ნიანგს ან დრაკონს ადამიანის სახით.იგი იყო ბოროტების და უბედურების გამოხატულება.აპოპი რას, მზის ღმერთის დაუძინებელ მტრად ითვლებოდა .ღამით, როდესაც რა იწყებდა ცურვას მიწისქვეშა ნილოსზე ,აპოპი სვამდა მთელ წყალს მდინარედან,ამიტომ რას უწევდა მასთან შებრძოლება.აპოპი იმდენად ძლიერი და დიდი იყო, რომ მხოლოდ სხვა ღმერთების დახმარებით შეეძლო მზის ღმერთს მისი დამარცხება,იგი აიძულებდა აპოპს დაბრუნებინა წყალი ნილოსში ,რათა მას შესძლებოდა ოქროს ნავით მიწისქვეშა სამყაროდან თავის დაღწევა და ცაზე დაბრუნება    , გველი კი ისევ და ისევ ელოდა დაღამებას ,რათა განეახლებინა ბრძოლა მზის ღმერთთან .ეგვიპტელებს სწამდათ ,რომ აპოპის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაზე უკუნიითი სიბნელე დაისადგურებდა .

http://www.onelegend.ru/apop.html 

ძველი ეგვიპტის მითოლოგია  

Posted by Mari in




ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ჩვ. წ.-მდე VI-IV ათასწლეულში, დიდი ხნით ადრე კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე.
ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.
 
ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები:ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები...
მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. 
ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ჩვ. წ.-მდე XXVI-XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ჩვ. წ.-მდე XXI-XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ჩვ. წ-მდე. XVI ს. შუახანები) 
ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.

ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ.

მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს  ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ

სფინქსი  

Posted by Mari in


ძველ ბერძნებს სფინქსი წარმოდგენილი ჰყავთ როგორც მითიური ურჩხული,ტიფონისა და ეხიდნას ნაშიერი,რომელსაც ჰქონდა ფრინველის ფრთები ,ქალის თავი და მკერდი ,ტანი და თათები კი ლომის.მეფე კრეონტის დროს ღმერთებთან წინააღმდეგობის გაწევის გამო,  ქალღმერმა გერამ გაგზავნა სფინქსი  მის ქალაქში რათა დაესაჯა ისინი. სფინქსი სცდიდა ყოველ შემხვედრს გამოცანებით არასწორი პასუხების მიღების  შემთხვევაში იგი კლავდა მათ.მან მრავალი ადამიანის  სიცოცხლე შეიწირა ,სანამ მომავალმა მეფემ ედიპმა არ იხსნა საკუთარი მოქალაქეები ამ საშინელი ურჩხულისგან.


 სფინქსმა  ედიპს შემდეგი კითხვა  დაუსვა:’’ვინ დადის ოთხი ფეხით დილით,ორი ფეხით შუადღეს და სამი  ფეხით ღამე’’.ედიპმა უპასუხა რომ ეს არის ადამიანი,რომელიც ბავშობისას ოთხით დაცოცავს,ახალგაზრდობისას ორი ფეხით დადის და სიბერისას კი ყავარჯენზე დაყრდნობით ცდილობს სიარულს.
დამწუხრებულმა სფინქსმა იუარა მარცხი და მეორე კითხვა დაუსვა მას. დაესახელებინა ორი ისეთი და რომლებშიც პირველი მეორეს შობს მეორე კი პირველს პასუხი იყო დღე და ღამე(ძველ საბერძნეთში დღე და ღამე აღინშნებოდა როგორც ორი ქალღმერთი  )გამწარებულმა სფინქსმა თავი მოიკლა, იგი კლდიდან გადაეშვა და ფივის მოსახლეობა განთავისუფლდა მისგან.

არის ლეგენდის მეორე, უფრო ძველი ვერსია, რომ სფინქსი იყო ფრთაშესხმული ქალი ,ნახევრად ქაღმერთი, ნახევრად ლომი, რომელიც ედიპმა სისხლისმღვრელ ორთაბრძოლაში დაამარცხა.


ბერძნული სფინქსი დღემდე მისტიური და ამოუცნობი ურჩხულის სიმბოლოდ რჩება. ასურელები გამოხატავდნენ სფინქს წვერმოშვებული ადამინის სახით, რომელსაც თავზე გვირგვინი ედგა.
სხვებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ ცხვრის თავით, რომელიც  ცხოველთა მეფის ამონის გამოხატულება იყო . 
ეგვიპტური წარმოდგენით სფინქსი იყო არსება, რომელსაც ლომის ტანი და ადამიანის თავი ჰქონდა.იგი იყო   პირამიდების და  საფლავების მცველი ,ხშირად ჰქონდა მსგავსება რომელიმე მმართველთან. ამ ნახევრად ადამიანის, ნახევრად ცხოველის ფიგურებში ჩაქსოვილია ის ღრმა აზრი, რომ არსი ღმერთისა და კაცისა ერთია.სფინქსის ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე მდებარეობს გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით. იგი გამოკვეთეს დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს.მისი თავი სავარაუდოდ, მეფე-ღმერთის ხეფრეს ხატის მიხედვითაა შექმნილი.



მითოლოგია  

Posted by Mari in

მითოლოგია არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.


ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, მათ აქვთ შეხვედრები, ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.