პ რ ო მ ე თ ე  

Posted by Mari in


პ რ ო მ ე თ ე


          იყო დრო, როცა ქვეყნად ადამიანი არ მოიპოვებოდა.მთელ დედამიწას მხოლოდ ცხოველები დაუფლებოდნენ.ზღვა თევზებით იყო სავსე.განთიადის მოახლოვებისას ფრთოსანთა ჭიკჭიკი მთელ არემარეს აყრუებდა.უღრან ტყეებში ცხოველების ხმაური და ჟრიამული მხოლოდ საღამოხანს მიწყდებოდა.ქვეყნად ყველაფერი თითქოს რიგზე იყო მოგვარებული,  მაგრამ დედამიწის ზურგზე არ გაისმოდა ადამიანის ხმა, დედამიწას აკლდა მხოლოდ ადამიანისწორედ ამ ხანებში ოლიმპოს მთის მწვერვალიდან განდევნილი ღმერთების შთამომავალი ტიტანი პრომეთე ჩამოეშვა საუცხოვო მცენარეებით უხვად მოფენილ დედამიწაზე,  რომელზედაც ადამიანსჯერ კიდევ ფეხი არ დაედგატიტანს კარგად ჰქონდა შეგნებული,  რომ დედამიწის გულში ჩამარხულია ღვთაებრივი თესლი, რომლის სულის ჩადგმა, გაცოცხლება შესაძლებელიაპრომეთემ აიღო ნედლი თიხა და მისგან გამოძერწა ისეთი გამოხატულება,რომელიც მთლიანად მარად მშვენიერ ღმერთებს წააგავდა.ტიტანმა თიხისგან ამგვარად გამოძერწილ ჯერ კიდევ უსიცოცხლო გამოხატულებას ჩაუნერგა ცხოველების ბოროტი და კეთილი გრძნობებისიბრძნის ქალღმერთმა ათენა პალასმა ნახევრად ცოცხალ გამოხატულებას ღვთაებრივი სული შთაბერაამრიგად გაჩდნენ დედამიწის ზურგზე პირველყოფილი ადამიანები,რომლებიც პირველ ხანებში ბავშვებივით სუსტნი და უძლურნი იყვნენადამიანებს ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინათ სხეულების ნაწილებისსასურველად ამოძრავებაღვთაებრივი ნაპერწკალი,  რომელიც ადამიანების გულში ღვიოდა,თანდათან ქრებოდა და ირგვლივ შემორტყმულ წყვდიადს ვერ ფანტავდა, დედამიწას სინათლის შუქს ვერ ჰფენდამართალია, ადამიანები თვალებს ახელდნენ,  მაგრამ ხედვით კი ვერაფერს ხედავდნენ,ერთ საგანს მეორე საგნიდან ვერ არჩევდნენ.ადამიანის ყურებს თუმც ხმა სწვდებოდა,  მაგრამ გონებას კი ვერ სწვდებოდა, ეს ხმა მას არაფერს ეუბნებოდა. ადამიანის ცხოვრება პირველ ხანებში ასე უმწეოდ და უნუგეშოდ მიმდინარეობდასაბრალონი უაზროდ და უმიზნოდ დაძრწოდნენ დედამიწის ზურგზე, თითქო საღათას ძილში იმყოფებიანო.ამ უხსოვარი დროის ადამიანმა არ იცოდა რა არის ხელოსნობაუბრალო ხისა და ქვის გათლასაც კი ვერ ახერხებდა,  უბრალო ქოხის აშენება უძნელდებოდა, ქურაში აგურის გამოწვაზე წარმოდგენაც კი არა ჰქონდა
ადამიანი ამ პირველყოფილ ხანაში გაზაფხულს ზამთრისაგან ვერ არჩევდა,  ყველგან და ყველაფერს უწესრიგოდ აკეთებდა.  საბრალონი დედამიწის ზურგზე ჭიანჭველებივით დაბობღავდნენ და ერთი ადგილიდან მეორე ადგილს უმწეოდ აწყდებოდნენმაგრამ ადამიანთა უსაზღვროდ მოსიყვარულე პრომეთე არ ივიწყებდა მის მიერ შექმნილ ჯერ კიდევ სუსტსა და უმწეო არსებებსძლევამოსილი ტიტანი მუდამ ადამიანის მომავალ ბედზე,  მის კეთილდღეობაზე ფიქრობდა და ერთ წუთსაც არ ივიწყებდა ადამიანთა გვარეულობის უნუგეშო მდგომარეობას
კაცობრიობისათვის თავდადებულმა პრომეთემ პირველყოფილ ადამიანს შეასწავლა საცხოვრებელი ბინის აშენება,  საქონლის უღელში შებმა, ზღვასა და მდინარეებში ნავებით მოგზაურობა და ცის მნათობთა მოძრაობის აღნუსხვა და აღრიცხვაპრომეთემ ადამიანებს შეასწავლა,  რომელი ფრინველი,  რომელი ცხოველი სასარგებლოა და რომელი მავნებელი, ზედმიწევნით შეასწავლასამკურნალო ბალახებიდან წამლების მომზადება.ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ლითონების დამუშავებაზე,–კაცთა მოსიყვარულე პრომეთემ დაწვრილებით აუხსნა ხალხს ოქროს,რკინის და ვერცხლის ნიშნობლივი თვისებები და შეასწავლა,  როგორ უნდა ამოეღოთ ეს ლითონები მიწიდან და როგორ დაემუშავებინათერთი სიტყვით,  პრომეთე,  როგორც პატარა ბავშვებს,  თავს დასტრიალებდა ახლადგაჩენილ ადამიანთა მოდგმას და ასწავლიდა ყველაფერს,  რაც კი სარგებლობას მოუტანდა და საუკეთესო ცხოვრების პირობებს შეუქმნიდა ჯერ კიდევ სუსტსა და უმწეო ადამიანს.
სწორედ ამ დროს ოლომპოს მწვერვალზე მბრძანებლობდა ღმერთების მამამთავარი,  ყოვლად შემძლებელი ზევსირომელმაც სამეფო ტახტიდან ჩამოაგდო თავისი მამა კრონიონი და ძველი ღმერთების მთელი გვარეულობა,  რომლის შთამომავლობასაც პრომეთე ეკუთვნოდაოლიმპოზე იმჟამად მცხოვრები ახალგაზრდა ღმერთები დიდის ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდნენ დედამიწაზე ახლადმოვლენილმცხოვრებლებს და ყოველგვარ ზომებს იღებდნენ,  რომ ადამიანებსთავისი ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინათ,  მაგრამ სამაგიეროდ მოითხოვდნენ პატივისცემას და ოლიმპოს მბრძანებლებისათვისთავთავის დროზე მსხვერპლის შეწირვასადამიანების უფლებამოვალეობანი რომ ზუსტად განესაზღვრათღმერთებმა მოიწვიეს კრება,რომელზედაც მოკვდავთა წარმომადგენლებიც მიიპატიჟეს.ღმერთების მიერ გამართულ ამ კრებაზე პრომეთეც გამოცხადდა.ტიტანი შიშობდა, რომ ღმერთებს ზედმეტი სამუშაო არ დაეკისრებინათ ადამიანების ჯერ კიდევ სუსტი გვარეულობისათვისპრომეთემ მთელი თავისი ჭკუაგონება,  ცოდნა და გამოცდილება სავსებით აამოძრავა იმისთვის,  რომ ღმერთებს გადაჭარბებული მოთხოვნები არ წაეყენებინათ ჯერ კიდევ ფეხმოუმაგრებელი ადამიანებისათვის და ამრიგად ეს სუსტი არსებანი კიდევ უფრო ცუდ პირობებში არ ჩაეყენებინათადამიანთა გვარეულობის წარმომადგენლებმა კრებაზე მოიყვანეს საუცხოვო დეკეული,  რომელიც ღმერთებისათვის მსხვერპლად უნდა შეეწირათპრომეთემ დაკლა მსხვერპლად შესაწირავი დეკეული და ხორცი ორ უთანაბრო გროვად გაანაწილა.  ტიტანმა მოაგროვა ხორცის რჩეული ნაჭრები,  შიგნეულის საუკეთესო ნაწილები,  ხარის ტყავი გადააფარა და ზედ ხორცის გამოუსადეგარი ნაჭრები ჩამოაწყო.მეორე გროვაში პრომეთემ დააწყო ხორცის ძვლიანიმეორეხარისხოვანი ნაჭრები და შიგნეულის გამოუსადეგარი ნაწილები,რომელზედაც შემოაწყო ხორცის საუკეთესო, ქონიანი ნაჭრები ყოვლისმცოდნემა და ყოვლისმხედველმა ღმერთების მამამთავარმა,  როგორც კი თვალი მოჰკრა სამსხვერპლოდ დაკლული დეკეულის ხორცის განაწილებას, მყისვე შეამჩნია პრომეთეს ცბიერება დაღიმილით მიმართა ადამიანთა გვარეულობის ფხიზელ მცველს და თავდადებულ მეგობარს: „განა ეს მოსათმენია,  ჩემო საყვარელო მეგობარო,  რომ სამსხვერპლო დეკეული ასე უთანასწოროდ და შეუფერებლად გაგინაწილე ყოვლად შემძლებელო ზევსო! –  ცბიერი ღიმილით უპასუხა პრომეთემ,  –  გთხოვთ აირჩიოთ ხორცის ის გროვა,  რომელიც თქვენ გსურთ და მოგწონთ!“ ზევსი მეტად განარისხა პრომეთეს ცბიერმა საქციელმა და განზრახ აირჩია ის გროვა,  რომელიც საუკეთესო ქონიანი ხორცით იყო გარშემოწყობილი ბრაზმორეულმა ოლომპოს მბრძანებელმა უხეშად ჩამოაცალაღმერთებისათვის გამზადებულ გროვას ხორცის ქონიანი ნაჭრები დაროცა დეკეულის ძვლიანი ხორცის ნაჭრები და უვარგისი შიგნეული დაინახა,  მრისხანედ შეჰყვირა ტიტანს: „იაფეტის უღირსო შვილო,  ახლა კი დავრწმუნდი,  როგორი ცბიერებით ყოფილხარ აღჭურვილი!  იცოდეღმერთების ასეთ უპატივცემულობას არასოდეს არ გაპატიებ!“ განრისხებულმა ოლიმპოს მბრძანებელმა,  ყოვლად შემძლებელმა ზევსმა,  დიდი უბედურება დაატეხა თავს ადამიანთა გვარეულობას რომლის მოსარჩლეობას პრომეთე ასე თავდადებულად ეწეოდაადამიანთა გვარეულობისათვის პირველყოვლისა საჭირო იყო ცეცხლი,  მაგრამ პრომეთეს მიერ განაწყენებულმა ოლიმპოსმბრძანებელმა უარი განაცხადა ხალხისათვის საჩუქრად ცეცხლი დაეთმოამრიგად ზევსმა მოუსპო ადამიანთა გვარეულობას ცხოვრებისათვის უსაჭიროესი საგნით სარგებლობის საშუალებაზევსის მრისხანებამ სრულიადაც ვერ შეაშინა ხალხისათვის თავდადებული გმირი.  პრომეთემ გადაწყვიტა,  რაც არ უნდა დასჯდომოდა, ადამიანთა გვარეულობას მედგრად გამოსარჩლებოდა და ღმერთების წინაარმდეგ ერთხელ კიდევ გაელაშქრაკაცობრიობისათვის მარადის თავდადებულმა პრომეთემ ღმერთებს ფარულად მოსტაცა ცეცხლი და ქვეყნად ჩამოიტანა,  რომ ხალხს საჭიროების მიხედვით ეს ცხოველმყოფელი ნაპერწკალი გამოეყენებინა.დედამიწის ზურგზე ყველგან მოხდენილად გიზგიზებდა ცეცხლიხის მაღალი ტოტები ცეცხლის ალში ეხვეოდა. ცეცხლისაგან ავარდნილი კომლი თვალუწვდენელ მანძილზე ბურავდა მთელ მიდამოსოლიმპოს მბრძანებლის მრისხანებას საზღვარი არა ჰქონდა,  როცა დედამიწიდან ავარდნილი კომლის სვეტები დაინახაოლიმპოს ბრძანებლმა გადაწყვიტა ადამიანთა გვარეულობისა დამისი მედგარი მფარველის სასტიკად დასჯა.ზევსის ბრძანებით, დიდად დახელოვნებულმა ჰეფესტმა გამოჭედა ახალგაზრდა ქალის, საკვირველად ლამაზი ქალის, გამოხატულებაქალღმერთმა ათენამ ამ გამოხატულებას წამოასხა საუცხოვო მანდილი და გულში მარადის მაცოცხლებელი ძალა და მხნეობა ჩაუნერგა.ქალღმერთმა აფროდიტემ ეს მშვენიერი გამოხატულება ღვთაებრივი სიკეკლუცით და მშვენიერებით დააჯილდოვა
ღმერთების მოამბემ,  ძლევამოსილმა ჰერმესმა,  მშვენიერ გამოხატულებას ენა აუმეტყველა და იშვიათის მჭერმეტყველებით დაასაჩუქრა.ამრიგად ღმერთების წინაშე წარსდგა მშვენიერი ახალგაზრდა ქალწული,  რომელსაც სახელად პანდორა უწოდეს,  რაიცა  „ყოველი სიკეთით დაჯილდოვებულსნიშნავს. ყოვლად შემძლებელმა ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა პანდორა ქვეყნად გაგზავნა და თან გაატანა ოქროს ყუთი,  რომელშიაც ჩაკეტილი იყო ყოველგვარი სენიპანდორა დაუყონებლივ ელვის სისწრაფით დაეშვა ქვეყნადმცირედი ხნის ძებნის შემდეგ ქალწული ქალი პრომეთეს ძმის ეპიმეთეს სასახლეს მიუახლოვდარომეთეს ეშინოდა ღმერთების შურისძიებისა და ამიტომ ძმა წინასწარ გააფრთხილა ღმერთებისაგან არასგზით საჩუქარი არ მიეღომაგრამ როცა მშვენიერი ახალგაზრდა ქალწული ოქროს ყუთით მიადგა ეპიმეთეს სასახლის კარებს,  ციდან მოვლენილი ახალგაზრდა სტუმრის სილამაზით და მშვენიერებით მოხიბლულ ეპიმეთეს დაავიწყდა ძმის გაფრთხილება და მოულოდნელად მოსულ ღვთაებრივქალწულს განუსაზღვრელი აღტაცებით მიეგება.  მცირედი საუბრის შემდეგ პანდორამ,  ეპიმეთეს თხოვნით,  ოქროს ყუთს თავი ახადაყუთიდან დაუყონებლივ ამოფრინდა შიგ ჩაკეტილი ათასგვარი სენი და ელვის სისწრაფით მთელ ქვეყანას კიდით კიდემდე მოედო.  ყოვლად შემძლებელი ზევსის ბრძანებით,  პანდორამ მოულოდნელად ყუთს თავი დაახურა და ამრიგად საშუალება მოუსპო მწუხარების წამებში ადამიანის გულის გამაქარვებელ და ნუგეშისმცემელ იმედს ყუთიდან ამოფრენილიყოვეყანას თავს დაატყდა საშინელი უბედურება.  გაჩნდა ათასგვარი სენი,  რომელიც არავის ინდობდა.  დიდი და პატარა,  ქალი და კაცი ყველანი განურჩევლად იტანჯებოდნენ და სიცოცხლის უკანასკნელდღეებს სასოწარკვეთილებით ებრძოდნენულმობელი ავადმყოფობა მძლავრად იდგამდა ფესვებს ადამიანთა სხეულში,  დღითიდღე აუძლურებდა მათ და გამოუსადეგრად ხდიდა ხოვრების აუტანელ პირობებთან საბრძოლველად.ადამიანის სხეულის გამანადგურებელი საშინელი ციებცხელება ყველგან ჯოჯოხეთის გენიას აყენებდა.  სიკვდილის სულთამხუთავი აჩრდილი დედამიწას თავს დასტრიალებდა და ათასობით უდანაშაულო მსხვერპლს იწირავდადიდის მწუხარებით და გულისტკივილით შეჰყურებდა ადამიანთა გვარეულობის უმაგალითო ტანჯვას ხალხის კეთილდღეობისათვის თავდადებული პრომეთე,  და მისი ამაყი,  შეუდრეკელი გული ღმერთებზე შურის საძიებლად ჯერ კიდევ მედგრად ძგერდა. მაგრამ ყოვლად შემძლებელ ზევსს პრომეთეს კადნიერი ურჩობა სრულიადაც არ დაჰვიწყებია.  ამიტომ უდრეკი ტიტანიც კი ვერ ასცდა ოლიმპოს მბრძანებლის საშინელს მსჯავრსყოვლად შემძლებელმა ზევსმა გადაწყვიტა პრომეთეს სასტიკად დასჯა და იგი დასასჯელად ჩააბარა მჭედლობაში დიდად დახელოვნებულ ღმერთს ჰეფესტს.ზევსის ბრძანებით,  ჰეფესტმა კაცობრიობისათვის თავდადებული ტიტანი პრომეთე კავკასიის მაღალკლდოვან ქედზე მიაჯაჭვა და უზარმაზარი რკინის კომბლით მთის მწვერვალის ციცაბო კლდეზე მაგრად მიაჭედა ჰეფესტი დიდის მწუხარებით და გულისტკივილით ასრულებდა ყოვლად შემძლებელი ზევსის საშინელ დავალებას, მაგრამ იძულებული იყო ასე მოქცეულიყო,  რადგან ოლიმპოს მბრძანებლის სურვილი ისთვის კანონი იყო, რომელიც უეჭველად უნდა შეესრულებინა კავკასიის მთის ქედზე მიჯაჭვული პრომეთე დუმილითგამოუთქმელი მოთმინებით ამაყად იტანდა საშინელ ტკივილებსამაყი ტიტანის ტანჯვა ერთდროულად გაძლიერდა მის შემდეგროცა ჰეფესტი გმირს ჩამოშორდა და ოლიმპოს მწვერვალისაკენ გაემართაპრომეთეს ხმამაღალი გმინვა და გოდება ცის მაღლობს სწვდებოდა და თვალუწვდენელ სივრცეზე ადამიანთა ყურთასმენას აყრუებდამაყი ტიტანის დედა,  ქალღმერთი თემიდა,  როგორც კი შვილის მწარე გმინვას და გოდებას მოჰკრა ყური,  დაუყონებლივ ფეხაკრეფით მიიჭრა საყვარელ შვილთან და დედობრივი ალერსით უნელებდა ტანჯვის მწარე ცრემლებსქალღმერთი თემიდა თვალცრემლიანი ემუდარებოდა ტკივილებისაგან უზომოდ ტანჯულ პრომეთესყოვლად შემძლებელ ზევსს წინააღმდეგობას ნუ უწევ და მორჩილება გამოუცხადეო
  –  ჩემო ძვრფასო,  საყვარელო შვილო,  ღმერთების წინააღმდეგობა მოკვდავს,  რაგინდ ძლევამოსილი იყოს ის,  არ გამოადგება!  შვილო,  თუ ჩემ რჩევას არ მიიღებ და ღმერთებს მორჩილებას არ გამოუცხადებიცოდე, ოლიმპოს მბრძანებელი ზევსი კიდევ უფრო დიდსა და საშინელ უბედურებას მოგვივლენს! – ეუბნებოდა თემიდა
პრომეთემ ამაყად უარყო ქალღმერთ თემიდას რჩევა
–  განგების განაჩენი აუცილებლად უნდა შესრულდეს! – უპასუხებდა პრომეთე საყვარელ დედას: –  ვაჟკაცი,  რომელსაც კარგად აქვს შეგნებული აუცილებლობის ძალა,  განგების განაჩენს არასოდეს არ გაექცევა
ზევსმა მართლაც კვლავ მოუვლინა პრომეთეს ახალი საშინელისასჯელი:  ოლიმპოს ღმერთების მამამთავრის ზევსის ბრძანებითუზარმაზარი არწივი ყოველ მესამე დღეს კავკასიის მთების თავზე ეშვებოდა და თავისი მძლავრი კლანჭებით ტანჯულ გმირს მუცელს უფატრავდა და ალმასივით ბასრი ნისკარტით გულღვიძლს გაუმაძღრად უკორტნიდა.ტანჯული გმირის გმინვისა და გოდების საშინელი ხმა მთელ ქვეყანას აყრუებდა და მსმენელთ გულს უსაზღვროდ უშფოთებდა
როცა თავის სისხლიან საქმეს მორჩებოდა გაუმაძღარი ფრთოსანიოლიმპოს მწვერვალისაკენ სასწრაფოდ მიფრინავდა,  რომ მესამე დღეს კვლავ დაბრუნებულიყო თავისი  „საგმირო დავალების“ შესასრულებლად.დატანჯული გმირის დაფლეთილი გულმუცელი ძალიან სწრაფად მთელდებოდა,  მაგრამ გაუმაძღარი არწივი დანიშნულ დროს კვლავ მოფრინდებოდა და თავის სისხლიან საქმეს ყოველთვის პირნათლად ასრულებდა
ამრიგად მისდევდნენ წლები წლებს და საუკუნეები საუკუნეებსტიტანის ტანჯვასა და წამებას დასასრული არ ჰქონდაყოველ მესამე დღეს კავკასიის მთების თავზე,  ერთსა და იმავე დროს,  გამოჩნდებოდა საშინელი არწივის უზარმაზარი აჩრდილირომელიც მყისვე სადღაც გაქრებოდამტაცებელი ფრთოსანი ტყვიასავით თავს ესხმოდა ტანჯულ გმირს და გულმუცელს გაუმაძღრად უძიძგნიდა შეუდრეკელი ტიტანის გმინვას და გოდების მწარე ხმა მთელმსოფლიოში კიდითკიდემდე გაისმოდა და მსმენელს მჭევრმეტყველურად მოუთხრობდა კაცობრიობის კეთილდღეობისათვისთავდადებული გმირის ტანჯვისა და წამების სამწუხარო ამბავსსაღამოჟამს კი მტაცებელი ფრთოსანი ისევ ოლიმპოსაკენ იფრინავდა და მისი გასისხლიანებული ნისკარტი და კლანჭები ნათლად ადასტურებდა იმ საქმიანობას,  რომელსაც გაუმაძღარი არწივი ყოველ მესამე დღეს ეწეოდა კავკასიის ქედზე მიჯაჭვული სახელოვანი გმირის პრომეთეს სხეულის გარშემომაგრამ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს.  დროთა მიმდინარეობის ნაკადს მოაქვს ტანჯული გმირის სრული განთავისუფლებასწორედ იმ ადგლას,  საცა დიდებული პრომეთე კლდეზე იყო მიჯაჭვული,  სრულიად შემთხვევით გაჩნდა მთელ საბერძნეთში სახელგანთქმული გმირი ჰერკულესი. კოინთა დიდებული გმირის შორსსატყორცნმა ისარმა,  რომელიც მიზანს არასდროს არ ასცდებოდა,  სასიკვდილოდ დაჭრა საზარელი არწივი სწორედ იმ დროს, როცა ეს საშინელი ფრინველი კავკასიის ქედის თავზე ეშვებოდა თავისი სისხლიანი საქმის შესასრულებლად. ძლევამოსილმა ჰერკულესმა თავისი უზარმაზარი კომბლის მძლავრი დარტყმით ერთბაშად დაამსხვრია ტანჯული პრომეთეს ტანზე სალტესავით შემორტყმული ჯაჭვები,  რომლების დალეწილი რგოლები გმირის ფერხთით ცვიოდამაგრამ ჯაჭვის ერთი რგოლი,  კლდის მოზრდილი ნახეთქითპრომეთეს ხელის თითზე შერჩა,  და ამ რგოლს გმირი შემდგომ მუდამ ატარებდა იმ დიდი ტანჯვისა და წამების აღსანიშნავად,  რაც კაცობრიობისათვის თავდადებულმა ტიტანმა განიცადა იმ ხნის განმავლობაში,  როცა იგი,  ღმერთების მამამთავრის ბრძანებითკავკასიის ქედზე იყო მიჯაჭვულიგანთავისუფლებული პრომეთე ისევ დატრიალებდა მის მიერ შექმნილ ადამიანთა შორის და თავისი ყოველდღიური საქმიანობით უმსუბუქებდა კაცობრიობას იმ მძიმე ტვირთს,  რომელიც ულმობელმა ცხოვრებამ არგუნა.

ელინური მითები ნაწილი I 
 მოთხრობილია ალ. მიქაბერიძის მიერ 


This entry was posted on Thursday, April 7, 2011 at 2:43 AM and is filed under . You can follow any responses to this entry through the comments feed .

0 comments

Post a Comment