კლეოპატრა VII  

Posted by Mari in



     კლეოპატრა VII ფილოპატორი იყო  ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლომეუსების მაკედონური დინასტიიდან. ცნობილი იყო რომაელი დიდი მხედართმთავრის მარკუს ანტონიუსისადმი სიყვარულით.  
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვედ არ ქმნილიყო.
 კლეოპატრა თავის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდების გმირად, მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა კი მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი.
 რომაელ მხედარმთავარ მარკუს ანტონიუსთან, ფიქტიურ ქორწინებაში თანაცხოვრებით იგი ეგვიპტეს 21 წელი მართავდა. ის იყო ეგვიპტის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, სანამ მის ქვეყანას რომის იმპერია დაიპყრობდა და ერთ-ერთ პროვინციად აქცევდა. საყოველთაოდ ცნობილი გახდა იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან სასიყვარულო კავშირის შედეგად.  
კეისრისგან ვაჟი ეყოლა, ანტონიუსისგან კი ორი ვაჟი და ქალიშვილი.

 მონეტებზე კლეოპატრა გამოსახულია როგორ ქალი ტალღოვანი თმით,მრგვალი თვალებით,წინ გამოწეული ნიკაპით და კეხიანი ცხვირით. მეორეს მხრივ ცნობილია რომ კლეოპატრა გამოირჩეოდა განათლებით,სილამაზით,მიმზიდველობით და მშვენივრად იყენებდა საკუთარ გარეგნობას სხვების მოსახიბლად, ამასთან ერთად მას მომაჯადოვებელი ხმაც ჰქონდა. 


 


 პლუტარქე მის შესახებ ამბობს : "მისი სილამაზე არ იყო ის რასაც ეთქმის მომაჯადოებელი ,რომელიც პირველივე  შეხედვიდანვე  თავს დააკარგვინებს მნახველს , მაგრამ მისი მობყრობა და საუბრის მანერა ალამაზებდა და დაუვიწყარს ხდიდა ,სულში იჭრებოდა. მისი ხმა თითქოს მრავალსიმიანი საკრავი იყო,რომელიც ნაზად ეფინებოდა გულს და სიამოვნებას ჰგვრიდა მსმენელს". 





 



 თუმცა, ძველი ცნობები მისადმი მთლად კეთილგანწყობილნი არ ჩანან.  
მაგალითად, ძველი რომაული წყაროები ასეთ ინფორმაციასაც კი გვაწვდიან: ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ ხანდახან მეძავობდა კიდეც, მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია”.

   კლეოპატრა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პერსონაჟია როგორც ფერწერაში, ისე ლიტერატურასა და კინემატოგრაფში.  
 

                                                                                           http://ka.wikipedia.org/wiki/კლეოპატრა_VII

This entry was posted on Monday, April 4, 2011 at 10:23 AM and is filed under . You can follow any responses to this entry through the comments feed .

0 comments

Post a Comment