მითები და მასმედია (ნაწილი პირველი)  

Posted by Mari in


            უახლოესმა გამოკვლევებმა ნათელი მოჰფინა სახეთა და ქცევათა მითიურ სტრუქტურებს, რომლებმაც, მასმედიების საშუალებით  გავლენა მოახდინეს საზოგადოების ჯგუფებზე. ეს ფენომენი განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში შეინიშნება. ნახატი ფილმების (comic strips) პერსონაჟები მითოლოგიური ფოლკლორული გმირების თანამედროვე ვერსიას წარმოადგენენ. ისინი ისეთი სიძლიერით ასულდგმულებენ საზოგადოების დიდი ნაწილის იდეალებს, რომ მათი ქცევები და მით უმეტეს, მათი სიცოცხლის შემთხვევითი ხელყოფაც მკითხველებს თავზარს სცემს. ისინი მძაფრად რეაგირებენ, პროტესტს აცხადებენ და ათასობით დეპეშას უგზავნიან ნახატი ფილმების ავტორებს და გაზეთების რედაქტორებს.

           ფანტასტიკური პერსონაჟი სუპერმენი საოცრად პოპულარული გახდა თავისი ორსახოვანი პიროვნების გამო : კატასტროფის შედეგად გამქრალი, რომელიღაც პლანეტიდან ჩამოსული და სასწაულებრივი უნარით აღჭურვილი სუპერმენი თავმდაბალი ჟურნალისტის, კლარკ კენტის გარეგნობით ცხოვრობს დედამიწაზე. ის მორიდებულია, თვალში არ გეჩხირება და თავისი კოლეგა ქალის, ლუა ლეინის გავლენის ქვეშ იმყოფება. ეს დამამცირებელი შენიღბვა გმირისა, რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კარგად ცნობილ მითიურ თემას იმეორებს. თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, სუპერმენის მითი თანამედროვე ადამიანის ფარული ნოსტალგიის გამოძახილია, ადამიანისა, რომელმაც იცის, რომ იგი დაეცა, რაღაც საზოგადოებაში მოექცა და ახლა „გამორჩეულ პერსონაჟად“, „გმირად“ გამოცხადებაზე ოცნებობს.


 დეტექტიური რომანიც ანალოგიურ შენიშვნებს იმსახურებს: ერთი მხრივ, ჩვენ თვალწინ იშლება სამაგალითო ორთაბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, გმირისა (დეტექტივს) და დამნაშავეს (დემონის თანამედროვე განსახიერებას) შორის. მეორე მხრივ, იდენტიფიკაციის არაცნობიერი პროცესით მკითხველი საიდუმლოებასა და დრამაში მონაწილეობს; მას აქვს შეგრძნება, რომ პიროვნულად არის ჩართული პირადიგმულ, ე.ი. სახიფათოსა და გმირულ მოქმედებაში.

This entry was posted on Thursday, June 16, 2011 at 7:32 AM and is filed under . You can follow any responses to this entry through the comments feed .

0 comments

Post a Comment