Supernatural (ზებულებრივი)  

Posted by Mari in


     ზებუნებრივი (supernatural )არის ამერიკული დრამა-საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალი  , რომელიც ასევე შეიცავს მისტიკის ,დეტექტივის და კომედიის ელემენტებსაც.
იგი გვიყვება ძმების დინისა(Jensen Ackles) და სემის (Jared Padalecki)თავგადასავალს , ისინი მოგზაურობენ აშშს გარშემო და ებრძვიან  მონსტრებს, დემონებს და სხვა ამდაგვარ    ზებუნებრივი ძალების მქონე არსებებს, რომლებიც, როგორც უკვე ვიცით მითიური გადმონაშთებია , სერიალის სიუჟეტები უმეტესად ამერიკულ ლეგენდებზეა დაფუძნებული, რომლებიც არ გამორიცხავენ დემონების და მოჩვენებების არსებობას.  აქაც  დომინირებს სიკეთისა და ბოროტების  ჭიდილი .


             ძმები გმირები არიან და როგორც ყოველთვის მათი საქმეების შესახებ მხოლოდ ვიწრო წრეში მყოფმა ადამიანებმა იციან, რომლებიც ამავე საქმით არიან დაკავებულნი. მთავარი გმირები დახმარებას ხშირად ანგელოზებსაც კი სთხოვენ, და რაც ყველაზე აღსანიშნავია გამოსავალს რთული სიტუაციიდან ისინი ხშირად ისტორიული, მითიური და მაგიური წიგნებიდან ხანგძლივი ძიების შედეგად ღებულებენ.
            სერიალის დებიუტი 2005 წლის 13 სექტემბერს, ტელეკომპანია WB-ს ეთერში შედგა, ამჟამად კი CW-ს ტელეარხზე გადის. ის ნამდვილად სანახაობრივი სერიალია მრავალფეროვანი სიუჟეტებით და მოულოდნელობებით აღსავსემან მაყურებელთა გულები მოიგო არაერთ ქვეყანაში. იგი შედგება 7 სეზონისგან, რომელთაგანაც 6 უკვე ეკრანიზებულია.

...  

Posted by Mari in



     am sakiTxze muSaoba imitom gadavwyvite, rom mainteresebs es sfero, sxvadasxva xalxebis miTebi, maTi warmodgenebi qveynis Seqmnis Sesaxeb, msgavseba da gansxvaveba. Ees igive istoriaa sxvadasxva xalxis modgimsa. miTebi da legendebi aqtualuria romanebsa da filmebSi, romlebic aseve sainteresoa da did yuradRebas iwvevs CemSi. am proeqtze muSaobisas me ufro gaviRrmave codna am sakiTxTan dakavSirebiT, Cemi blogi sxva dainteresebul pirebsac daexmareba amaSi, Sevecade igi gamexada mravalferovani da bevrismomcveli.raTa mkiTxvelisTvis saintereso yofiliyo.
 

ზღვა და ხმელეთი ქართულ მითოსში  

Posted by Mari in



         საქართველოს ისტორიას, თუმცა ქვეყანას ცალი ფეხი ზღვაში ედგა (ამ სიკოჭლეს გამოხატავს ისტორიული ფორმულა „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“), არ ახსოვს რაიმე მნიშვნელოვანი ურთიერთობა ზღვასთან და, მითუმეტეს, საზღვაო ბრძოლები. კარლ შმიტის ნათქვამი ზოგადად ადამიანზე შეიძლება გავიმეორთ ქართული სინამდვილის მიმართ, რომ ქართველი ადამიანი ხმელეთის არსებაა, მიწაზე მოსიარულეა. იგი დგას და გადაადგილდება დედამიწის მყარ ზედაპირზე. ეს არის მისი პოზიცია და მისი ნიადაგი… და, რაც მნიშვნელოვანია, ეს განსაზღვრავს მის შთაბეჭდილებებს და მსოფლაღქმას [შმიტი 2010:46]. მთა და ბარი – აი, ეს არის საქართველოში მოსახლე ადამიანის ასპარეზი, და, რა თქმა უნდა, ხევები და ხეობები, და მდინარეები, თუმცა ვერ დავადასტურებთ, რომ ოდესმე თუნდაც მდინარეებს რაიმე გადამწყვეტი სამეურნეო ან სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონოდეთ ქვეყნის ისტორიაში. წყალუხვი და მბორგავი მდინარეები (რიონი, ენგური…) ნაკლებ ხელსაყრელი იყო სანაოსნოდ, მხოლოდ მთებში მოჭრილი და ტივებად შეკრული ხეების ტრანსპორტირებისთვის თუ გამოდგებოდა. მდინარეთა ქსელი არასოდეს გამხდარა სახელმწიფო-სამეურნეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, განსხვავებით პოტამური ეპოქის ტიგროსისა და ევფრატის აუზისა, რომლის არხებით ქსელზე იყო დამყარებული ქვეყნის კეთილდღეობა და სიუხვე, რომ არაფერი ვთქვათ ცივილიზაციაზე, რომლის სახე გარკვეულწილად ამ ორმა მდინარემ განაპირობა.არც ამ რეგიონისთვისაც არ უთამაშნია რაიმე როლი შორეულ ზღვას, რომლის სიშორემ, შესაძლოა, განაპირობა აქ დასახლებული ხალხების მოთოპოეტური ხედვა ზღვის მიმართ. ტიპოლოგიური თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ იმ ხალხების მითოსში, რომელთა სამეურნეო და სამხედრო საქმიანობა არ იყო დაკავშირებული ზღვასთან, ზღვა მათ წარმოდგენებში მონაწილეობს როგორც ხმელეთს ტოტალურად დაპირისპირებული სტიქია, ქაოსის სახე, რომელიც ზღვაურ ურჩხულებშია განპიროვნებული. მათთვის ზღვა ის ზღვარია, რომლის მიღმა ადამიანის, როგორცხმელეთის არსების, დომინაცია წყდება, მისი კვალი იკარგება. ის, რაც ხმელეთის ერთ კიდეზე ურწყული უდაბნოა, ხმელეთის მეორე კიდეზე, მის დასალიერში, ზღვაური სტიქიაა, – ეს არის თიამათი, ღმერთებისა და სამყაროს პირველსაშო, რომელიც შთანთქმით ემუქრება სოფელს. ზღვიდან ზღვამდე გაშლილ სახელმწიფოს („ქვემო ზღვიდან ზემო ზღვამდე“) ზღვის რეალური გამოცდილება არ ჰქონია, და შესაძლოა, ამიტომაც მისი ხატი მითოსურ წარმოდგენებში იყო მოქცეული. მაგრამ იმ ხალხს, სახელდობრ, ელინებს, რომლებიც ზღვას გაშინაურებული იყვნენ და ზღვაოსნობის ძველი გამოცდილება ჰქონდათ, არ შეუქმნიათ ზღვის მითოსი. ზღვაზე ისინი ისევე მოგზაურობენ, როგორც ხმელეთზე. შეიძლება ითქვას, რომ ზღვა მათი ისეთივე სამშობლოა, როგორც ელადის მიწა.
მაგრამ დავუბრუნდეთ ქართულ ხმელეთურ სინამდვილეს. ქართულ მენტალობაში ზღვის შორეულობა ქმნის მასზე წარმოდგენებს სიუცხოვით დაწყებული მტრობით დამთავრებული. პირველი საფეხური (სიუცხოვე) ზღვასთან ქართული დამოკიდებულებისა ჩანს „ვეფხისტყაოსანში“, სადაც ზღვათა სამეფო, გულანშაროს სახელწოდებით, პოემის სახმელეთო სამეფოების სრული ანტიპოდია. ის თითქოს ირეალური სამყაროა ქვეყნის კიდეზე. ავთანდილს იქ მოსახვედრად უხდება თავის თავთან გაუცხოება, ფერისცვალება: თავისი ტრადიციების დათმობა და სოციალური ტიპის შეცვლაც, მოყმეობის კატეგორიიდან მისთვის შეუთავსებელი ვაჭრობის კატეგორიამდე დაშვება და საკუთარი ვინაობის დაფარვა. და სხვა. თუმცა ზღვათა სამეფო ყვავის სიუხვით, მაგრამ აღებმიცემობაზე დამყარებული ეს სიუხვე თავისი წარმოშობით ვერ გაუთანაბრდება არაბეთის სვიან-დავლათიან მეფეთა სიუხვეს, რომელსაც გულანშაროსგან განსხვავებული ფუნქცია აქვს. ეს ქვეყანა დროებითი, გარდამავალი საფეხურია გმირის გზაზე, ყველაფერი, რასაც ის აქ ხვდება, მხოლოდ საშუალებაა მიზნის მისაღწევად. გულანშარო საშუალებათა სამეფოა არაბეთისა და ინდოეთის მიზნობრივი სამეფოებისგან განსხვავებით და მათ საპირისპიროდ. პოემის ავტორმა შორს გასწია თვალსაწიერი, როგორც მოგზაურმა ახალი გამოცდილება მოიტანა ზღვათა სამეფოდან1. მაგრამ ის ხომ მაინც ჯაბანთა ქვეყანაა („თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ…“), სადაც დიაცი დომინირებს.




        მაგრამ ზღვის აქტუალობა მხოლოდ პოემის მონაპოვარია და პოემაშივე რჩება. მისი პროტოტიპი არ ჩანს ქართულ ცხოვრებაში. იმავე ხანას, როცა „ვეფხისტყაოსანი“ დაიწერა, ეკუთვნის თამარის ისტორია, სადაც ზღვა ერთადერთხელ არის ნახსენები და ისიც არა როგორც თავისთავადი რეალობა, როგორც სამოქმედო ასპარეზი, არამედ როგორც ხმელეთის საპირისპირო სტიქია, რომელიც დაძლეულ-გარდაქმნილი უნდა იქნას. თამარის დიდების წარმოსაჩენად. „ისტორიათა და აზმათა“ ავტორი თამარზე ამბობს: „კნინ-ღა და ყოველსა ზღუასა აღმოიწრედდა თჳსად, ვითარცა ღრუბელი ყოველთა ზედა მსხურებელი ტკბილთა წჳმათა“ [ყაუხჩიშვილი 1959:148]. ფრაზა ამგვარად ითარგმნება ახალ ენაზე: „ცოტაც და, მთელს ზღვას თავისთვის ამოხაპავდა, როგორც ყველასთვის ტკბილი წვიმის მასხურებელი ღრუბელი“. ასეთი მეტაფორა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ თამარს ისევე, როგორც მის წინაპრებს, არასოდეს ჰქონიათ ზღვასთან პრაგმატული ურთიერთობის გამოცდილება. ამ, შეიძლება ითქვას, გარგანტიული მეტაფორის არსებობა სწორედ ზღვის სიშორით და მასზე ბუნდოვანი წარმოდგენით არის განპირობებული. თავისი მასშტაბით ეს მეტაფორა თავისებური მითოლოგემაა, რომელიც შეიძლება მიგვანიშნებდეს თამარის, როგორც მითოლოგიური არსების, კოსმოგონიურ ღვაწლზე: თამარმა მთელი ხმელეთიდაიმორჩილა და ახლა ისღა დარჩა, რომ, როგორც დემიურგმა, მოახდინოს ზღვის კოსმიზაცია, ანუ უცხო და მტრული სტიქია კაცთათვის სასარგებლო მოვლენად გარდაქმნას2.


      მეორე საფეხური ზღვის აღქმისა – მისი მტრული, აგრესიული სახე ხალხურ წარმოდგენებშია დაკრისტალებული ასევე მითოლოგემების სახით. პირველად ზღვის აგრესიულობა „ქართლის მოქცევის“ ტექსტშია დადასტურებული თეონიმურად საკმაოდ ბუნდოვანი, თუმცა შინაარსობრივად ადვილად ამოსაცნობი მითოლოგემის სახით: „ეგე არმაზ და ქალდეველთა ღმერთი ითრუშანა ყოლადვე მტერ არიან. ამან მას ზედა ზღუა მოადგინის და მან ამის ზედა ერთი ნუ რაჲმე მოაწიის, ვითარცა აქუს ჩუეულებაჲ სოფლის მპყრობელთა“ [ძეგლები 1964:132-ა]3. ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ზღვასთან არმაზს, რომელიც ქართველთა ღმერთად არის მოხსენიებული, თუმცა ამ სახელი წარმომავლობა აჰურა-მაზდასგან უეჭველი უნდა იყოს, ამის გარჩევაში არ შევალთ, მაგრამ ის კი ცხადია, რომ მითოლოგემა აშკარადზღვისა და ხმელეთის სამკვდრო-სასიცოცხლო დასაბამიერი დაპირისპირების მოდელს წარმოგვიდგენს. ტექსტის შენიშვნა, რომელიც ერთვის ითრუშანას როგორც განსაზღვრება – „ვითარცა აქუს ჩუეულებაჲ სოფლის მპყრობელთა“ – აშკარად მიანიშნებს მის ხმელეთურ ბუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ეს სახელი მაზდეანური ცეცხლის ღმერთის სახელწოდების ათროშანის4 რემინისცენცია იყოს [კეკელიძე 1956:268-270].


     ასეც რომ იყოს, ზღვაური სტიქიის მეტოქედ ხმელეთიდან სწორედ ცეცხლია ბუნებრივი, ცეცხლი, როგორც ხმელეთის, მშრალი მიწის წარმომადგენელი. ცხადია, ამ ზღვაში რეალურ ზღვას ვერაფრით ვიგულისხმებთ. ის, უბრალოდ, აგრესიის ნიშანი ან იარაღია განრისხებული ღვთაების ხელში.


      ზღვის აგრესიულობის მითოლოგემის გამოძახილია ამირანის ეპოსის „შავი ზღვა“ უკიდურესად დაწურულ ნარატივში: „შავმა (გველეშაპმა) აიღო, ჩაყლაპა, შავი ზღვისაკენ გასწია“. რომელიც მხოლოდ ფრაგმენტად შემორჩა ამირანის ისედაც ფრაგმენტულ ეპოსს. აქ „შავი ზღვა“ აპოკალიფსური ხილვების მოვლენაა, შავ გველეშაპად განპიროვნებული. ეს გველეშაპი ზღვის წარმომადგენელია, ის ზღვის სახელით ესხმის ხმელეთს და ყლაპავს ამირანს, როგორც ხმელეთის მკვიდრს, რომლის ძლევამოსილება, მსგავსად ელინთა ანტეოსისა, მხოლოდ ხმელეთზე ვრცელდება, ზღვაზე კი უკან იხევს5. იგივე მითოლოგემა მეორდება ოდნავი სახეცვლილებით ვაჟა-ფშაველას სტრიქონში ასევე აპოკალიპსური ხილვების შემცველი ლექსიდან („ღამე მთაში“): „შავი ზღვის6 შავი ვეშაპი პირღია დაგვეღირება“. ზღვის, ზოგადად წყლის, ასევე წყალუხვი მდინარის ამგვარმა აღქმამ XX საუკუნის მწერლამდე მოაღწია. ვასილ ბარნოვი სხვაგვარად არ აღიქვამს მდინარეს, თუნდაც ნაცნობ, მშობლიურ მტკვარს, თუ არა აზვირთების მომენტში: „დაღამების ხანს ცამოწმენდილზედ ის მდინარე აზვირთდებოდა; თავის ქერქში ვერ ეტეოდა, კიდეებზედ მიინთქრეოდა: მის სადინელს მთლად იჭერდა გველეშაპიუზარმაზარი, მოცურავდა იგრაგნებოდა, ხანდახან თავს აიღებდა, ცეცხლის თვალებს აბრიალებდა, ალსა ფშვენდა აშკმულ პირიდან“; მისთვის ზღვაც ცნობილია, ზღვა, „უძირო და უმაძღარი, უკიდო რამ უკიანე, მდინარეთ მნთქმელი“ („მტკვრის ვაჟი“, ტ. 8, 1963)7.


      ამდენად, თუკი ქართულ სინამდვილეში არსებობს ზღვის მითოსური მოტივი, თუნდაც ფრაგმენტული, გაუშლელი მითოლოგემის სახით, ეს არ უნდა იყოს ზღვასთან ამ ხალხის ურთიერთობის ასახვა, არამედ უნივერსალური არქეტიპული მოდელის სრულიად სპონტანური გამოვლენა. ამ თვალსაზრისით განვიხილოთ ორი ფშაური წარმოშობის ლექსი, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი მთქმელის პირიდან არ გამოდიან, მათი ერთმანეთთან კავშირი ადვილად გამოსაცნობია. მეორე აგრძელებს პირველს, მაგრამ თითოეული მათგანი, როგორც დასრულებული თვითკმარი ნარატივი, საკუთრივ თემას ავითარებს.






 სტატია ეკუთვნის ზურაბ კიკნაძეს 

მითიური დრო  

Posted by Mari in

        მითიური დრო „საწყის“ და „სიზმრის“ დროს მოიცავს, რომელთაც საკუთარ ,,დროით ინტერვალებში” განხორციელებული „შესაქმის აქტები“ მიჯნავს: პირველი წმინდა კოსმოგონიურია, იგი წინარეკოსმოსურ (ქაოსურ) და კოსმოგენეზის პერიოდებს გულისხმობს. ეს ქაოსის მეუფებისა და შემდგომ მისი კოსმოსად გარდაქმნის ეპოქაა, შესაბამისად, – ყველაზე ადრეული, „საწყისი დრო“. „სიზმრის დრო“ (drem time) პირველყოფილ საზოგადოებებში ფართოდ გავრცელებული ტერმინია, განსაკუთრებული საკრალურ-პარადიგმული მითიური ეპოქის აღსანიშნავად. ავსტრალიელ აბორიგენთა ადგილობრივი ტერმინოლოგია, არანდაში – ალთირა, ალჩერა; ალურიჯაში – ჯუგური, კარაჯერში – ბუგარი, უნგარინებში – ლალაუ, უნგუდი, ვარრამუნგაში – ვინგარა, ბინბინგაში – მუნგამი, გუნვიგაში – ბუნამი და ა. შ (მელეტინსკი 1976:174; ლევი-ბრიული 1937:269), – ყველა შემთხვევაში „სიზმრის მდგომარეობისა“ და „მითიური დროის“ საერთო ნიშან-თვისებებზე მიუთითებს, რაც განსაკუთრებული სიცხადით მითოსური დრო-სივრცითი კატეგორიების ერთიან, განუცალკევებელ კონტექსტში ვლინდება.



    „სიზმრის დროც“ შესაქმეების ეპოქაა, მაგრამ არაკოსმოგენეზის. აქ სამყარო იმთავითვე მოცემული, მუდმივყოფიერი „მზა“ კოსმიური პროდუქტია (ამიტომ „სიზმრის დროში“ არ დაისმის კითხვები სამყაროს წარმოშობის ირგვლივ). მითოლოგიური აზროვნების სპეციფიკა განაპირობებს იმ მოულოდნელ ქრონოლოგიას, რომლის მიხედვით, პირველყოფილი მითოლოგიები, სწორედ, „სიზმრის დროით“ იწყება, სადაც სამყარო უკვე შექმნილია. სწორედ აქ ჩანს ყველაზე ცხადად პლატონისეული „იდეის მარადისობა“, როცა „მიზეზი უსწრებს შედეგს“. სიზმრის დროის მზა კოსმოსი „შედეგია“, „მიზეზი“ კი მაშინ გამოჩნდება როცა მოცემული კოსმოსის „არაკოსმიური“ სუბსტანცია გაცნობიერდება და გენეზისში – „საწყისთან“, რომელიც „მიზეზია“, დაბრუნება გახდება აუცილებელი. „მითიური დრო“, „მითიური სივრცე“ და „საწყისთან დაბრუნება“.


წყარო http://semioticsjournal.wordpress.com/2010/08/11/ხათუნა-თავდგირიძე-_-„მითი/

ხალხური თქმულებები ღვინოზე (ნაწილი მესამე)  

Posted by Mari in

მითიური "დამღვინებლები"


  ახალგაზრდა, გამოუცდელ ადამიანებზე ჩვენში ამბობენ, "ეს ჯერ დაუღვინებელიაო". საქართველოში, კერძოდ კი იმერეთში, არსებობდა გამოთქმა - "დამღვინებელი კაცი". ახლა ამ გამოთქმას თითქმის აღარავინ ხმარობს და არც მისი მნიშვნელობა იციან. ამ ფენომენთან დაკავშირებით, ზესტაფონელი გლეხი კობა ტაბატაძე, ჩვენთან საუბარში იხსენებს მოხუცებისაგან მოსმენილ ძალიან საინტერესო ამბავს. მისი თქმით, არსებობდა ლეგენდა "დამღვინებელ კაცებზე". ეს მითიური ადამიანები თეთრწვერა მოხუცებად აღიქმებოდნენ, რომლებიც გზიდან აცდენილ, არასწორად მცხოვრებ ადამიანებს სიზმარში ეცხადებოდნენ და ასწავლიდნენ (ხშირად მუქარის ხერხსაც მიმართავდნენ), როგორ უნდა ეცხოვრათ.

კობა ტაბატაძე: "ჩემს სოფელში, ბავშვობაში ერთხელ ერთი ახალგაზრდა ბიჭი ძალიან დათვრა და ლამის მთელი თავისი ოჯახი გალახა. ჩემმა დიდმა ბაბუამ ეს ამბავი როცა გაიგო, თქვა: მაგისთვის მართლა ალალია დამღვინებლის გამოცხადებაო. მე ვერ გავიგე, ვინ იყვნენ "დამღვინებლები" და მაშინ მიამბო ბაბუამ ეს ლეგენდა: დამღვინებლები ბრძენი, მოხუცი, თეთრწვერა კაცები იყვნენ, რომლებიც ადამიანებს მხოლოდ მაშინ ეცხადებოდნენ, როდესაც ისინი ძალიან ცუდ საქმეს ჩაიდენდნენ და ისე აშინებდნენ, ვისაც დამღვინებელი გამოეცხადებოდა, მეორედ ცუდად მოქცევას ვეღარ გაბედავდა. ხოლო იგივე უმსგავსობის განმეორებას თუ მაინც გაბედავდა, მისი საქმეები სულ უკან-უკან წავიდოდა და შეიძლება, მომკვდარიყო კიდეც. დამღვინებლის დასიზმრება უკვე იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი ძალიან ცუდად მოიქცა. როგორც ბაბუაჩემი ამბობდა, ვისაც დამღვინებელი კაცი დაესიზმრებოდა, უმეტესად რცხვენოდათ ამის სახალხოდ აღიარება, რადგან ეს ნიშნავდა, რომ ცუდი საქმე ჰქონდათ გაკეთებული. ამ დროს ცდილობდნენ, ყველაფერი ჩუმად გამოესწორებინათ. ხალხი ერთმანეთს თურმე ხუმრობითაც ეუბნებოდა: "დამღვინებლისგან შეშინებული ხომ არა ხარო?"

ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდები, შეიძლება ითქვას, საუკუნეების მანძილზე ქართველების ცხოვრებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის თანმდევი იყო. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ისტორია უმეტესწილად ლეგენდების ისტორიაა. ალბათ, გასაკვირიც იქნებოდა, ამ ლეგენდებში თავისი განსაკუთრებული ადგილი ღვინოს არ დაეჭირა. სადავო მხოლოდ ისაა, ღვინო უფრო ძველია თუ საქართველო. 

ხალხური თქმულებები ღვინოზე (ნაწილი მეორე)  

Posted by Mari in

პრომეთე და ჭური-მთა

    ქართველი ისტორიკოსები და ეთნოგრაფები, რომელთაც სხვადასხვა წერილობით წყაროებზე უწევთ მუშაობა, ამბობენ, რომ საქართველოს ისტორია ღვინის ისტორიის პარალელურია და ღვინის, პურადობისა თუ, ქართული ნადიმების თემას ვერც ერთი მკვლევარი ვერ უვლის გვერდს.
       გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: "სხვადასხვა წყაროებში გაფანტული ღვინოსთან დაკავშირებული ბევრი ძველი ამბავი, უმეტეს შემთხვევაში, ლეგენდა უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა, თითქმის ყველა ძველი ისტორიკოსი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ამა თუ იმ მეფის ცხოვრების აღწერისა და საერთოდ მათ ეპოქაზე საუბრისას, იმდროინდელი ნადიმის სცენებიც აღეწერათ და თითქმის ყველგან ჩანს, რომ მემატიანის მიერ ამ ამბების თხრობის მთავარი მიზანი, ნადიმებზე არსებული ღვინის ქებათა-ქებაა.
     რა გასაკვირია, რომ ღვინის განსაკუთრებული სიყვარულით კახეთის მეფეები და თავადები გამოირჩეოდნენ. ზოგიერთზე არსებობს დაუჯერებელი ლეგენდები, რომ თითქოს, 30 და მეტ ლიტრ ღვინოს სვამდნენ, რაც ნაკლებად სარწმუნოა.
გიორგი VIII


ერთი ლეგენდის თანახმად, კახეთის პირველ მეფეს, გიორგი მერვეს, სატახტო ქალაქიდან ახლოს მდებარე სოფლამდე თიხის მილი გაუყვანია, საიდანაც ნადიმების დროს ღვინო მოედინებოდა და მოქეიფეები ეგრევე მილიდან ივსებდნენ ჭიქებს. ეს ყველაფერი დაუჯერებელია, მაგრამ თუკი ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, ღვინოსთან დაკავშირებულ ამაზე ბევრად საინტერესო ლეგენდებსაც წავაწყდებით.


      ყველამ კარგად იცით ლეგენდა კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანზე. ამ ლეგენდას მთელს მსოფლიოში მრავალი ინტერპრეტაცია აქვს, მაგრამ მე სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერპრეტაცია მოვისმინე. სვანეთში არსებობს ერთი ძალიან პატარა მთა, რომელიც მეტად უცნაური ფორმისაა და იმერულ მოგრძო ჭურს ჰგავს. სვანური ლეგენდის მიხედვით, ზევსმა ამირანი (პრომეთე) როდესაც დასაჯა, ბოლომდე მაინც არ გასწირა და სწორედ ამ კლდეზე მიაჯაჭვა. ეს კლდე იყო ღვინით სავსე უზარმაზარი ჭური, რომელიც მუდამჟამს ღვინით იყო სავსე და ამირანი ასწლეულების მანძილზე ამ უზარმაზარი ქვევრიდან მწვეთავი ღვინის წვეთებით საზრდოობდა. ამირანის შესახებ არსებულ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ლეგენდებს შორის, ეს მთა-ჭურის ლეგენდა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია მართლაც უძველესია". კლდეზე მიჯაჭვულ ამირანზე შექმნილი ლეგენდის სვანური ინტერპრეტაციით, ადამიანს საზრდოდ მხოლოდ ღვინის წვეთების მიღებამაც კი შეიძლება შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება. თუმცა, ღვინის საოცარი ძალის შესახებ არსებობს კიდევ ერთი, ამჯერად უფრო დამაჯერებელი ამბავი-ლეგენდა, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ წმინდანს, სვიმეონ მესვეტეს უკავშირდება. სვიმეონ მესვეტემ ამა ქვეყნიდან განდგომის შემდეგ, ათეულობით წელიწადი ქვის სვეტზე, ფეხზე მდგომმა გაატარა. მის საკვებს მხოლოდ პურის მცირეოდენი ნამცეცები შეადგენდა, რომელსაც წმინდა სვიმონი ღვინოში ასველებდა და ისე ჭამდა. სვიმონ მესვეტის უდავოდ საოცარი გამძლეობის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, რწმენაა. მაგრამ, ნუ დავივიწყებთ ღვინის საოცარ თვისებებსაც, რომელმაც წმინდანს სიცოცხლე ათწლეულების მანძილზე შეუნარჩუნა.

ხალხური თქმულებები ღვინოზე (ნაწილი პირველი)  

Posted by Mari in

ლევან სეფისკვერაძე - ხალხური თქმულებები ღვინოზე.


        საქართველო ლეგენდების ქვეყანაა და ალბათ არსად ისე არ უყვართ ძველი, მეხსიერებაში მიმქრალი ამბები, როგორც ჩვენს ქვეყანაში. ძალიან იშვიათია ქართული ლეგენდა, რომელიც ღვინოს, სუფრასა და ზოგადად ბახუსის ტრფიალებას არ უკავშირდებოდეს. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში, უმეტესად კი ზეპირ გადმოცემებში, ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდადქცეული ამბები უხვად გვხვდება. ამ მასალის საერთო ანალიზით და სათანადო კვლევითაც ადვილად მივდივართ დასკვნამდე, რომ საქართველო მართლაც ღვინის სამშობლოა.

 მეოთხე ჭიქა - "საეშმაკო"
       ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შემორჩენილი. მათ შორის - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც კი, სადაც ღვინის დაყენების კულტურა თითქმის არასოდეს არსებულა. თუმცა, ღვინის ნამდვილ ქართულ ფენომენს ფშაველები თუ ხევსურები ბარის ქართველებზე არანაკლებად აღიქვამდნენ. თიანეთში დღესაც შემორჩენილია გამოთქმა: "ჩვენებურს თუ ღვინო მასწყურდა, ვერა კახელი თამადა ვერ გაუძლებსო". გიორგი იორამაშვილი, თიანეთის რაიონის სოფელი ზარიძეები: "ჩვენთან ერთი ძალიან ძველი ლეგენდაა შემორჩენილი, რომელიც დღეს ახალგაზრდებიდან ცოტას თუ ახსოვს: უხსოვარ დროს, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ცხოვრობდა, გადაწყვიტა, საიქიოდან გამოძევებული და შრომისაგან დაქანცული ადამიანების ცხოვრება უფრო საინტერესო გაეხადა. დაჯდა, იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა, ისეთი სასმელი შეექმნა, რომელიც კაცს მცირე ხნით, მაგრამ მაინც დააბრუნებდა სამოთხეში. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ღმერთმა ღვინო სამოთხის რამდენიმესაათიანი ილუზიის შემქმნელად გააკეთა. გააკეთა და ღვინის გასასინჯად ყველა ანგელოზი და ეშმაკიც მიიწვია. ღვინო ყველას მოეწონა. მათ შორის ეშმაკსაც. მაგრამ ეშმაკი რისი ეშმაკი იქნებოდა, ღმერთს რომ არ გაჯიბრებოდა. მანაც ბევრი იფიქრა და რაკი სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და ღმერთის მიერ გაკეთებული ღვინის ნარჩენებით, ანუ ჭაჭით, სხვა, უფრო მათრობელა და ძლიერი სასმელი - არაყი გააკეთა. მერე ამ სასმელის გასასინჯად ღმერთი მიიწვია. მივიდა ღმერთი, დალია ერთი ჭიქა, მეორე, მესამე და მეოთხეც რომ დალია, ეშმაკს უთხრა: "ვინც არაყი დალიოს, სამ ჭიქამდე ჩემსკენ იყოს, სამი ჭიქის მერე კი შენთვის დამითმიაო. თიანეთში მოხუცები ახლა როცა არაყს სვამენ, მეოთხე ჭიქას "საეშმაკოს" ეძახიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გადავიდნენ მეხუთე ჭიქაზე. ბევრმა არც კი იცის, რატომ ეძახის მეოთხე ჭიქას "საეშმაკოს". არადა, ეს გამოთქმა და საერთოდ, ეს ტრადიცია სწორედ იმ ძველი ლეგენდიდან მოდის"

© „მარანი“