მზეთუნახავი — ქართულ მითოლოგიაში და ფოლკლორში ოქროსთმიანი მშვენიერი ქალი, რომელიც სასწაულებრივად იბადება მცენარეებიდან. მზეთუნახავი ჩაკეტილია ცხრა მთას იქით მიუვალ ციხე-კოშკში; გმირმა, რომ მოიპოვოს იგი, უნდა შეასრულოს ურთულესი დავალება ან გამოიცნოს მისი გამოცანები. ხშირად მზეთუნახავი მოჯადოებულია და გადაქცეულია ირმად, მტრედად, გველად. მისი მომაჯადოებელი ბოროტი არსების განადგურების შემდეგ მზეთუნახავი, ჯადოსნური სიტყვის ან მოქმედების შედეგად, თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს. მზეთუნახავი კეთილია და გამჭრიახი. ჯადოსნური საგნების მეშვეობით იგი ეხმარება გმირს, რომელსაც მიჰყვება ცოლად..
This entry was posted
on Saturday, June 18, 2011
at 4:43 AM
and is filed under
ქართული მითოლოგია
. You can follow any responses to this entry through the
comments feed
.