კლეოპატრა VII ფილოპატორი იყო ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლომეუსების მაკედონური დინასტიიდან. ცნობილი იყო რომაელი დიდი მხედართმთავრის მარკუს ანტონიუსისადმი სიყვარულით.
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვედ არ ქმნილიყო.
კლეოპატრა თავის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდების გმირად, მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა კი მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი.
რომაელ მხედარმთავარ მარკუს ანტონიუსთან, ფიქტიურ ქორწინებაში თანაცხოვრებით იგი ეგვიპტეს 21 წელი მართავდა. ის იყო ეგვიპტის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, სანამ მის ქვეყანას რომის იმპერია დაიპყრობდა და ერთ-ერთ პროვინციად აქცევდა. საყოველთაოდ ცნობილი გახდა იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან სასიყვარულო კავშირის შედეგად.
კეისრისგან ვაჟი ეყოლა, ანტონიუსისგან კი ორი ვაჟი და ქალიშვილი.
პლუტარქე მის შესახებ ამბობს : "მისი სილამაზე არ იყო ის რასაც ეთქმის მომაჯადოებელი ,რომელიც პირველივე შეხედვიდანვე თავს დააკარგვინებს მნახველს , მაგრამ მისი მობყრობა და საუბრის მანერა ალამაზებდა და დაუვიწყარს ხდიდა ,სულში იჭრებოდა. მისი ხმა თითქოს მრავალსიმიანი საკრავი იყო,რომელიც ნაზად ეფინებოდა გულს და სიამოვნებას ჰგვრიდა მსმენელს".
თუმცა, ძველი ცნობები მისადმი მთლად კეთილგანწყობილნი არ ჩანან.
მაგალითად, ძველი რომაული წყაროები ასეთ ინფორმაციასაც კი გვაწვდიან: ”ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ ხანდახან მეძავობდა კიდეც, მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია”.
კლეოპატრა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პერსონაჟია როგორც ფერწერაში, ისე ლიტერატურასა და კინემატოგრაფში.
http://ka.wikipedia.org/wiki/კლეოპატრა_VII
ეგვიპტურ მითოლოგიაში აპოპი იყო უშველებელი გველი, რომელიც ბინადრობდა მიწიშქვეშეთში.ზოგჯერ მას გამოსახავდნენ როგორც ნიანგს ან დრაკონს ადამიანის სახით.იგი იყო ბოროტების და უბედურების გამოხატულება.აპოპი რას, მზის ღმერთის დაუძინებელ მტრად ითვლებოდა .ღამით, როდესაც რა იწყებდა ცურვას მიწისქვეშა ნილოსზე ,აპოპი სვამდა მთელ წყალს მდინარედან,ამიტომ რას უწევდა მასთან შებრძოლება.აპოპი იმდენად ძლიერი და დიდი იყო, რომ მხოლოდ სხვა ღმერთების დახმარებით შეეძლო მზის ღმერთს მისი დამარცხება,იგი აიძულებდა აპოპს დაებრუნებინა წყალი ნილოსში ,რათა მას შესძლებოდა ოქროს ნავით მიწისქვეშა სამყაროდან თავის დაღწევა და ცაზე დაბრუნება , გველი კი ისევ და ისევ ელოდა დაღამებას ,რათა განეახლებინა ბრძოლა მზის ღმერთთან .ეგვიპტელებს სწამდათ ,რომ აპოპის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაზე უკუნიითი სიბნელე დაისადგურებდა .
http://www.onelegend.ru/apop.html
http://www.onelegend.ru/apop.html
ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ჩვ. წ.-მდე VI-IV ათასწლეულში, დიდი ხნით ადრე კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე.
ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.
ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები:ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები...
მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის.
ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ჩვ. წ.-მდე XXVI-XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ჩვ. წ.-მდე XXI-XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ჩვ. წ-მდე. XVI ს. შუახანები)
ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.
ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ.
მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ
ძველ ბერძნებს სფინქსი წარმოდგენილი ჰყავთ როგორც მითიური ურჩხული,ტიფონისა და ეხიდნას ნაშიერი,რომელსაც ჰქონდა ფრინველის ფრთები ,ქალის თავი და მკერდი ,ტანი და თათები კი ლომის.მეფე კრეონტის დროს ღმერთებთან წინააღმდეგობის გაწევის გამო, ქალღმერმა გერამ გაგზავნა სფინქსი მის ქალაქში რათა დაესაჯა ისინი. სფინქსი სცდიდა ყოველ შემხვედრს გამოცანებით არასწორი პასუხების მიღების შემთხვევაში იგი კლავდა მათ.მან მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ,სანამ მომავალმა მეფემ ედიპმა არ იხსნა საკუთარი მოქალაქეები ამ საშინელი ურჩხულისგან.
სფინქსმა ედიპს შემდეგი კითხვა დაუსვა:’’ვინ დადის ოთხი ფეხით დილით,ორი ფეხით შუადღეს და სამი ფეხით ღამე’’.ედიპმა უპასუხა რომ ეს არის ადამიანი,რომელიც ბავშობისას ოთხით დაცოცავს,ახალგაზრდობისას ორი ფეხით დადის და სიბერისას კი ყავარჯენზე დაყრდნობით ცდილობს სიარულს.
დამწუხრებულმა სფინქსმა იუარა მარცხი და მეორე კითხვა დაუსვა მას. დაესახელებინა ორი ისეთი და რომლებშიც პირველი მეორეს შობს მეორე კი პირველს პასუხი იყო დღე და ღამე(ძველ საბერძნეთში დღე და ღამე აღინშნებოდა როგორც ორი ქალღმერთი )გამწარებულმა სფინქსმა თავი მოიკლა, იგი კლდიდან გადაეშვა და ფივის მოსახლეობა განთავისუფლდა მისგან.
არის ლეგენდის მეორე, უფრო ძველი ვერსია, რომ სფინქსი იყო ფრთაშესხმული ქალი ,ნახევრად ქაღმერთი, ნახევრად ლომი, რომელიც ედიპმა სისხლისმღვრელ ორთაბრძოლაში დაამარცხა.
ბერძნული სფინქსი დღემდე მისტიური და ამოუცნობი ურჩხულის სიმბოლოდ რჩება. ასურელები გამოხატავდნენ სფინქს წვერმოშვებული ადამინის სახით, რომელსაც თავზე გვირგვინი ედგა.
სხვებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ ცხვრის თავით, რომელიც ცხოველთა მეფის ამონის გამოხატულება იყო .
ეგვიპტური წარმოდგენით სფინქსი იყო არსება, რომელსაც ლომის ტანი და ადამიანის თავი ჰქონდა.იგი იყო პირამიდების და საფლავების მცველი ,ხშირად ჰქონდა მსგავსება რომელიმე მმართველთან. ამ ნახევრად ადამიანის, ნახევრად ცხოველის ფიგურებში ჩაქსოვილია ის ღრმა აზრი, რომ არსი ღმერთისა და კაცისა ერთია.სფინქსის ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე მდებარეობს გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით. იგი გამოკვეთეს დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს.მისი თავი სავარაუდოდ, მეფე-ღმერთის ხეფრეს ხატის მიხედვითაა შექმნილი.
Archives
-
▼
2011
(32)
-
▼
June
(17)
- Supernatural (ზებულებრივი)
- ...
- ზღვა და ხმელეთი ქართულ მითოსში
- მითიური დრო
- ხალხური თქმულებები ღვინოზე (ნაწილი მესამე)
- ხალხური თქმულებები ღვინოზე (ნაწილი მეორე)
- ხალხური თქმულებები ღვინოზე (ნაწილი პირველი)
- მზეთუნახავი
- ბარბალე
- ამირანი
- მექობაურის თავგადასავალი
- ქართული მითოლოგია
- მითები და მასმედია (ნაწილი მესამე)
- მითები და მასმედია (ნაწილი მეორე)
- მითები და მასმედია (ნაწილი პირველი)
- წარმოშობის მითები და კოსმოგონიური მითები
- Myth and Legend from Ancient Times to the Space Age
-
▼
June
(17)
Contributors
Followers
Powered by Blogger.
მითი თავად გადაალაგებს საგნებს და მოვლენებს, მიუჩენს მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ადგილს და სტატუსს, მიგვანიშნებს მითიურ სამყაროზე, როგორც ყოფიერების ერთადერთ რეალურ და უნივერსალურ ფორმაზე, ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ მისი „აჩრდილებია".
Categories
- გამოყენებული ლეტერატურა
- ელინური მითები
- ინდური მითოლოგია
- მითები კვლავ ცოცხლობენ და ინიღბებიან
- მითოლოგია
- ქართული მითოლოგია
- ძველი ეგვიპტის მითოლოგია








