იგი გვიყვება ძმების დინისა(Jensen Ackles) და სემის (Jared Padalecki)თავგადასავალს , ისინი მოგზაურობენ აშშს გარშემო და ებრძვიან მონსტრებს, დემონებს და სხვა ამდაგვარ ზებუნებრივი ძალების მქონე არსებებს, რომლებიც, როგორც უკვე ვიცით მითიური გადმონაშთებია , სერიალის სიუჟეტები უმეტესად ამერიკულ ლეგენდებზეა დაფუძნებული, რომლებიც არ გამორიცხავენ დემონების და მოჩვენებების არსებობას. აქაც დომინირებს სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი .
ძმები გმირები არიან და როგორც ყოველთვის მათი საქმეების შესახებ მხოლოდ ვიწრო წრეში მყოფმა ადამიანებმა იციან, რომლებიც ამავე საქმით არიან დაკავებულნი. მთავარი გმირები დახმარებას ხშირად ანგელოზებსაც კი სთხოვენ, და რაც ყველაზე აღსანიშნავია გამოსავალს რთული სიტუაციიდან ისინი ხშირად ისტორიული, მითიური და მაგიური წიგნებიდან ხანგძლივი ძიების შედეგად ღებულებენ.
სერიალის დებიუტი 2005 წლის 13 სექტემბერს, ტელეკომპანია WB-ს ეთერში შედგა, ამჟამად კი CW-ს ტელეარხზე გადის. ის ნამდვილად სანახაობრივი სერიალია მრავალფეროვანი სიუჟეტებით და მოულოდნელობებით აღსავსემან მაყურებელთა გულები მოიგო არაერთ ქვეყანაში. იგი შედგება 7 სეზონისგან, რომელთაგანაც 6 უკვე ეკრანიზებულია.ცნობილია რომ ეპიკური მოთხრობა და რომანი, როგორც ლიტერატურის სხვა ჟანრები, სხვა პლანში და სხვა მიზნებით, აგრძელებენ მითოლოგიურ თხრობას. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს მნიშვნელოვანი ამბავის თხრობასთან, იმ დრამატული მოვლენების სერიის გადმოცემასთან, რომელიც, ასე თუ ისე, საარაკო წარსულში მოხდა. საჭირო არ არის გავიხსენოთ გრძელი და რთული პროცესი, რომელმაც „მითოლოგიური მასალა“ ეპიკური თხრობის თემად აქცია. ის კი ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თხრობითმა პროზამ, განსაკუთრებით რომანმა, თანამედროვე საზოგადოებებში იგივე ადგილი დაიკავა, რომელიც ტრადიციულ და ხალხურ საზოგადოებებში მითებისა და ზღაპრების თხრობას იკავა. უფრო მეტიც, ზოგიერთი თანამედროვე რომანიდან „მითიური“ სტრუქტურის გამოყოფაც ხერხდება; შესაძლოა დიდი თემებისა და მითოლოგიური პერსონაჟების ლიტერატურული გადმონაშთებიც გამოვარჩიოთ. ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვეობის დიდი გატაცება რომანით, ამჟღავნებს სურვილს, მოვისმინოთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის დესაკრალიზებული, ან უბრალოდ პროფანული ფორმებით შენიღბული „მითოლოგიური ამბავი“
შეინიშნება მეორე მნიშვნელოვანი ფაქტიც: მოთხოვნილება წაიკითხო „ისტორიები“ და მოთხრობები, რომელთა თხრობის მიმდინარეობა ტრადიციულ მოდელზეა აგებული. როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს თანამედროვე რომანის კრიზისი, „უცხო“ სამყაროში შესვლის და „ისტორიის“ პერიპეტიების თვალის მიდევნების მოთხოვნილება, როგორც ჩანს, ადამიანური ყოფის ნაწილია და აქედან გამომდინარე, აუცილებელიც. ეს არის განსასაზღვრელად ძნელი მოთხოვნილება: ერთსა და იმავე დროს სურვილი დაუკავშირდე „სხვებს“, „უცნობებს“, გაინაწილო მათი დრამებ, იმედები და იცოდე რა შეიძლება მომხდარიყო უწინ. ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, რომელიც არ მოიხიბლება „მოთხრობით“, მნიშვნელოვანი მოვლენების მოყოლით, იმით, თუ რა დაემართათ ლიტერატურული პერსონაჟების „ორმაგი რეალობით“ აღჭურვილ ადამიანებს (რომლებიც ერთდროულად ირეკლავენ თანამედროვე საზოგადოების წევრთა ფსიქოლოგიურ და ისტორიულ რეალობას და წარმოსახვითი ქმნილების მაგიურ ძლიერებას ფლობენ).

მაგრამ , ყევლაზე მეტად ლიტერატურის ფუნქციას მითოლოგიასთან აკავშირებს „დროიდან გასვლა“, რომელსაც კითხვა – განსაკუთრებით კი რომანების კითხვა ახორციელებს. დრო, რომელშიც რომანის წაკითხვისას ცხოვრობ, არ არის ის დრო, რომელსაც ტრადიციულ საზოგადოებაში მითის მოსმენისას განაახლებ. მაგრამ როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, ისტორიული და პიროვნული დროიდან „გამოდიხარ“ და საარაკო, ტრანსისტორიულ დროში ეფლობი. მკითხველი, უცხო, წარმოსახვითი დროის პირისპირ დგება, დროისა, რომლის რიტმი განუსაზღვრელად იცვლება, რადგან თითოეულ შხრობას თავისი საკუთარი, სპეციფიკური და განსაკუთრებული დრო აქვს. რომანს ხელი არ მიუწვდებამითების დასაბამიერ დროზე, მაგრამ, იმდენად, რამდენადაც იგი სარწმუნო ამბავს ყვება, რომანისტი მოჩვენებით ისტორიულ,შეკუმშულ, ან გავრცობილ დროს იყენებს,რომელიც წარმოსახვითი სამყაროს ყველა თავისუფლებას შეიცავს.
იბადება კითხვა: ეს სურვილი გადალახო საკუთარი, პირადი და ისტორიული დრო და ჩაეფლო „უცხო“ დროში, ექსტაზურსა და წარმოსახვითში, იქნება კი ოდესმე ამოწურული? სანამ ეს სურვილი არსებობს, შეიძლება იმის თქმაც, რომ ადამიანი ინარჩუნებს „მითოლოგიური ქცევის“ ზოგიერთ ნაშთს მაინც. ამგავრი მითოლოგიური ქცევამოჩანს სურვილშიც კვლავ მოიპოვო ის სიმძაფრე, რითაც შეიცანი ან განიცადე საგანი სულ პირველად, კვლავ გამოიხმო უშორესი წარსული, „დასაწყისების“ ნეტარი ხანა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს არის იგივე მარადიული ბრძოლა დროის წინააღმდეგ, იგივე იმედი – დაუსხლტე „მკვდარი დროის“ კლანჭებს, დროისა, რომელიც გსრესს და გკლავს.
მირჩა ელიადა – მითის ასპექტები
მითიური ქცევები შეიძლება აღმოვანიჩინოთ „წარმატებათა მოსაპოვებლად“ გაშმაგებულ მისწრაფებებშიც, ასე რომ ახასიათებს თანამედროვე საზოგადოებას და რაც ადამიანური ყოფის საზღვრების გადალახვის ფარული სურვილით აიხსნება. ამ ქცევებს შეიძლება მივაგნოთ „სუბურბიასაკენ“ მასობრივ ლტოლვაში, რომელშიც დასაბამიერი სრულყოფილების ნოსტალგია იკითხება, აფექტურ თავაწყვეტაში, რასაც „საკრალური მანქანის კულტი“ უწოდეს.
როგორც ენდრიუ გრილეი ანიშნავს, „საკმარისია დაათვალიერო ავტომანქანების ყოველწლიური სალონი, რათა შეიცნო ღრმად რიტუალიზებური რელიგიური გამოხატულება.
ფერები, სინათლეები, მუსიკა, თაყვანისმცემელთა რევერანსები, ტაძრის ქურუმი ქალების თანხლება(მანეკენები), ზეიმი და ფუფუნება, ფულის ფლანგვა, კომპაქტურად შეჯგუფებული ადამიანები – ყოველივე ეს, სხვა რომელიმე კულტურაში ნამდვილ ლიტურგიულ მსახურებას შექმნიდა... საკრალური მანქანის კულტს თავისი მორწმუნეები და თავისი ხელდასხმულები ჰყავს. გნოსტიკოსი იმაზე მეტი მოუთმენლობით როდი ელოდა მისნურ საიდუმლოს გამჟღავნებას, ვიდრე ავტომანქანის თაყვანისმცემელი ახალი მოდელების პირველ გუგუნს. წლირუი სეზონური ციკლის დროს კულტის უზენაესი ქურუმები – მანქანებით მოვაჭრენი – ახალ ღირებულებას იძენენ, ამასობაში აღგზნებული ბრბო მოუთმენლად მოელის ხსნის ახალ ფორმას“.
უახლოესმა გამოკვლევებმა ნათელი მოჰფინა სახეთა და ქცევათა მითიურ სტრუქტურებს, რომლებმაც, მასმედიების საშუალებით გავლენა მოახდინეს საზოგადოების ჯგუფებზე. ეს ფენომენი განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში შეინიშნება. ნახატი ფილმების (comic strips) პერსონაჟები მითოლოგიური ფოლკლორული გმირების თანამედროვე ვერსიას წარმოადგენენ. ისინი ისეთი სიძლიერით ასულდგმულებენ საზოგადოების დიდი ნაწილის იდეალებს, რომ მათი ქცევები და მით უმეტეს, მათი სიცოცხლის შემთხვევითი ხელყოფაც მკითხველებს თავზარს სცემს. ისინი მძაფრად რეაგირებენ, პროტესტს აცხადებენ და ათასობით დეპეშას უგზავნიან ნახატი ფილმების ავტორებს და გაზეთების რედაქტორებს.
ფანტასტიკური პერსონაჟი სუპერმენი საოცრად პოპულარული გახდა თავისი ორსახოვანი პიროვნების გამო : კატასტროფის შედეგად გამქრალი, რომელიღაც პლანეტიდან ჩამოსული და სასწაულებრივი უნარით აღჭურვილი სუპერმენი თავმდაბალი ჟურნალისტის, კლარკ კენტის გარეგნობით ცხოვრობს დედამიწაზე. ის მორიდებულია, თვალში არ გეჩხირება და თავისი კოლეგა ქალის, ლუა ლეინის გავლენის ქვეშ იმყოფება. ეს დამამცირებელი შენიღბვა გმირისა, რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კარგად ცნობილ მითიურ თემას იმეორებს. თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, სუპერმენის მითი თანამედროვე ადამიანის ფარული ნოსტალგიის გამოძახილია, ადამიანისა, რომელმაც იცის, რომ იგი დაეცა, რაღაც საზოგადოებაში მოექცა და ახლა „გამორჩეულ პერსონაჟად“, „გმირად“ გამოცხადებაზე ოცნებობს.
დეტექტიური რომანიც ანალოგიურ შენიშვნებს იმსახურებს: ერთი მხრივ, ჩვენ თვალწინ იშლება სამაგალითო ორთაბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, გმირისა (დეტექტივს) და დამნაშავეს (დემონის თანამედროვე განსახიერებას) შორის. მეორე მხრივ, იდენტიფიკაციის არაცნობიერი პროცესით მკითხველი საიდუმლოებასა და დრამაში მონაწილეობს; მას აქვს შეგრძნება, რომ პიროვნულად არის ჩართული პირადიგმულ, ე.ი. სახიფათოსა და გმირულ მოქმედებაში.
Archives
-
▼
2011
(32)
-
▼
June
(17)
- Supernatural (ზებულებრივი)
- ...
- ზღვა და ხმელეთი ქართულ მითოსში
- მითიური დრო
- ხალხური თქმულებები ღვინოზე (ნაწილი მესამე)
- ხალხური თქმულებები ღვინოზე (ნაწილი მეორე)
- ხალხური თქმულებები ღვინოზე (ნაწილი პირველი)
- მზეთუნახავი
- ბარბალე
- ამირანი
- მექობაურის თავგადასავალი
- ქართული მითოლოგია
- მითები და მასმედია (ნაწილი მესამე)
- მითები და მასმედია (ნაწილი მეორე)
- მითები და მასმედია (ნაწილი პირველი)
- წარმოშობის მითები და კოსმოგონიური მითები
- Myth and Legend from Ancient Times to the Space Age
-
▼
June
(17)
Contributors
Followers
Powered by Blogger.
მითი თავად გადაალაგებს საგნებს და მოვლენებს, მიუჩენს მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ადგილს და სტატუსს, მიგვანიშნებს მითიურ სამყაროზე, როგორც ყოფიერების ერთადერთ რეალურ და უნივერსალურ ფორმაზე, ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ მისი „აჩრდილებია".
Categories
- გამოყენებული ლეტერატურა
- ელინური მითები
- ინდური მითოლოგია
- მითები კვლავ ცოცხლობენ და ინიღბებიან
- მითოლოგია
- ქართული მითოლოგია
- ძველი ეგვიპტის მითოლოგია







